Accentnews.ge
ექიმები სააკაშვილის მხარდასაჭერად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

ექიმები სააკაშვილის მხარდასაჭერად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

04/01/2023 08:36:21 პოლიტიკა, საზოგადოება

ექიმები ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

"კიდევ ერთხელ მივმართავთ პრეზიდენტს, რომ პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა იწურება, მას რესურსი აღარ აქვს სასიცოცხლო და ძალიან მალე ილევა, ამიტომ მას ძალიან სწრაფად სჭირდება დახმარება. თუ ჩვენ დაველოდებით სასამართლოებს, პაციენტი მანამდე დაამთავრებს ცუდად თავის სიცოცხლეს", - განაცხადა მანანა ჯებაშვილმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

დღეს საქართველოსა და მსოფლიოს რიგ ქალაქებში სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოლიდარობის აქციები საქართველოში 8 სხვადასხვა ადგილზე დააანონსა. თავის მხრივ, პარტიული გადაწყვეტილებას გადაუხვია პარტიის წევრმა და თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც 3 იანვარს თქვა, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერად 4 იანვარს ერთი აქცია გაიმართება თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან, მსვლელობით ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ, მეორე კი — შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან.

აქციები 18:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების გამართვა დაგეგმილია მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში მდებარე საქართველოს საკონსულოებსა და საელჩოებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S