Accentnews.ge
Bloomberg: გერმანია უკრაინის აღდგენის მიზნით რუსული აქტივების კონფისკაციას დათანხმდა

Bloomberg: გერმანია უკრაინის აღდგენის მიზნით რუსული აქტივების კონფისკაციას დათანხმდა

04/01/2023 06:53:08 მსოფლიო

გერმანია მზადაა, ჩამოართვას რუსეთს გაყინული აქტივები უკრაინის აღსადგენად, თუ შესაბამისი სამართლებრივი საკითხები მოგვარდება და ბერლინის მოკავშირეები მიჰყვებიან მას, - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg გერმანიის მთავრობის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

ზოგადად, კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა მხარს უჭერს კიევის მოთხოვნას ომის რეპარაციების შესახებ, მაგრამ ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გამოუცხადებია. ამავდროულად, მმართველი კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენელი სხვებზე უფრო მტკიცეა, - ამბობენ წყაროები გამოცემასთან.

"ამრიგად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი დაჟინებით მოითხოვს, რომ რუსეთმა უკრაინისთვის მიყენებული ზიანი. უნდა აანაზღაუროს. მისი აზრით, გაყინული ქონების ნაწილის მაინც, კონფისკაცია უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი. მაგრამ ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი უფრო ფრთხილია - ის წუხს, რომ შესაძლოა, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია სახიფათო პრეცედენტს შექმნის და ევროკავშირსა და მის მოკავშირეებს ლეგალურ ჭაობში შეიყვანს" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, კანცლერი შოლცი ითხოვს, რომ გერმანიის ნებისმიერი ქმედება იყოს იურიდიულად გადამოწმებული და კოორდინირებული მოკავშირეებთან. დეკემბერში ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების რამდენიმე ვარიანტი უკრაინის მხარდასაჭერად და შეთანხმდნენ ამ საკითხზე საერთო გზების მოძიებაზე შეერთებულ შტატებთან ერთად.

გამოცემას წყარო უყვება, რომ გაყინული აქტივების სრული კონფისკაციის ნაცვლად, შესაძლოა იურიდიულად უფრო მომგებიანი იყოს რუსი ოლიგარქებისა და რუსეთის ომის დანაშაულებებში ჩართული პირებისთვის აქტივების ჩამორთმევა. მაგრამ, მისი თქმით, ასეთ შემთხვევებს შეიძლება, წლები დასჭირდეს სასამართლო პროცესზე და მთელი ინიციატივა სიმბოლურ ჟესტამდე დაიყვანოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი „იპოვის ლეგალურ გზებს“ რუსული აქტივების ჩამორთმევისთვის, რათა დაეხმაროს უკრაინის რეკონსტრუქციას. ამისთვის ასევე შეიძლება, შეიქმნას სპეციალური სტრუქტურა უკრაინაში ინვესტიციების, რუსული აქტივების მართვისთვის.

შეერთებულ შტატებში კონგრესის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განიხილოს რუსული აქტივების კონფისკაცია სპეციალური კანონმდებლობის მიღებით.

საერთო ჯამში, ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 311 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაყინეს.

ევროკავშირმა ასევე დაბლოკა რუსი ოლიგარქების აქტივები, დაახლოებით 19 მილიარდი ევროს ოდენობით.

კრემლმა რუსული აქტივების გაყინვას უკანონო უწოდა და პირობა დადო, რომ ისინი "წინააღმდეგობას გაუწევენ მათი გამოყენების ნებისმიერ მცდელობას".

„საერთაშორისო ქურდობაზე ვსაუბრობთ ყველაფრის დარღვევით“, - განაცხადა ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S