მედია – რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში, ბელბეკის აეროდრომთან აფეთქებები მოხდა
04/01/2023 06:06:08 მსოფლიო
რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში წუხელ აფეთქებები იყო. მედიის ცნობით, აფეთქებები ბელბეკის აეროდრომთან მოხდა. უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო ტელეგრამ–არხზე წერს, რომ სევასტოპოლში, სულ მცირე, ორჯერ ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
სევასტოპოლის დე ფაქტო ადმინისტრაციას აფეთქებების შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.
სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, წუხელ აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ დონის როსტოვშიც. ქალაქში სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, ტელეგრამზე დაწერა, რომ სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.


