Accentnews.ge
გაიდაი: "მთვრალი რუსი სამხედროები სამოქალაქო პირებს ესვრიან"

გაიდაი: "მთვრალი რუსი სამხედროები სამოქალაქო პირებს ესვრიან"

03/01/2023 18:04:20 მსოფლიო

ლუგანსკის ოლქში ოკუპანტები ნერვული კოლაფსის პიკზე იმყოფებიან, მიმდინარეობს სამოქალაქოების დახვრეტა. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

“ისინი ხედავენ, რომ საბრძოლო მასალის საწყობები ფეთქდება. ხედავენ, რომ მობილიზებულთა ყაზარმები ფეთქდება. ამ ყველაფრის გამო ჭკუიდან იშლებიან. იწყება საკმაოდ სასტიკი ქმედებები მათი მხრიდან. გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთვრალი სამხედროები სამოქალაქოებს ესვრიან. შეუძლიათ სამოქალაქო მამაკაცი დახვრიტონ, თუ მოეჩენებათ, რომ იგი თითქოს უკრაინელ სამხედროებს ეხმარება”, - თქვა გაიდაიმ.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ციხეში უშვებენ მათ, ვინც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

“გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ბიჭებს უბრალოდ იჭერენ და, თუ ფრონტზე წასვლა არ სურთ, გაყავთ ლუგანსკში და იქ ციხეში სვამენ. [...] ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ნერვული კოლაფსის პიკზე იმყოფებიან”, - განაცხადა გაიდაიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S