Accentnews.ge
მაკრონი: "უკრაინას ისე სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, როგორც არასდროს"

მაკრონი: "უკრაინას ისე სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, როგორც არასდროს"

03/01/2023 16:53:46 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინას ისე სჭირდება საფრანგეთის მხარდაჭერა, როგორც არასდროს.

"ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მზადყოფნას, გავაგრძელოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე რეაგირება, რადგან ზამთარი მოახლოვდა და უკრაინელებს ისე სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, როგორც არასდროს. უკრაინის გამარჯვება ეგზისტენციალურია ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პარიზი უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე გააგრძელებს.

"მომავალი წლის განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. ჩვენ გამარჯვებამდე დაგეხმარებით და ერთად ავაშენებთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. საფრაგეთისა და ევროპის იმედი გქონდეთ", - განაცხადა მაკრონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S