Accentnews.ge
"გალერეა თბილისის" ერთ-ერთ ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა

"გალერეა თბილისის" ერთ-ერთ ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა

03/01/2023 16:46:44 საზოგადოება

"გალერეა თბილისში" ერთ-ერთ ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დენის სადენებს გაუჩნდა, დაკვამლიანება მოხდა და ავტომატური განგაში ჩაირთო.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

"გალერია თბილისში" არსებულ ერთ-ერთ ობიექტში ძლიერი დაკვამლიანების გამო ჩაირთო ავტომატური სახანძრო განგაში, რის გამოც განხორციელდა შენობის სრული ევაკუირება. ამ ეტაპზე სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შენობაში შეიმჩნევა კვამლის სუნი სავაჭრო ცენტრი დღეს აღარ გააგრძელებს ოპერირებას. "გალერია თბილისის" სამუშაო საათები განახლდება 4 იანვარს 10:00 საათიდანბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", აცხადებენ "გალერია თბილისში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S