Accentnews.ge
გერმანიამ აშშ-დან იმპორტირებული თხევადი გაზის პირველი ნაკადი მიიღო

გერმანიამ აშშ-დან იმპორტირებული თხევადი გაზის პირველი ნაკადი მიიღო

03/01/2023 16:46:02 მსოფლიო

გერმანიამ ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის პირველი ნაკადი მიიღო, – იუწყება „დოიჩე ველე“.

მისი ცნობით, ამერიკული ტანკერი ხომალდი ბუნებრივ აირს გერმანიის ვილჰელმსჰაფენის პორტში, ახლად აგებულ მცურავ ტერმინალში გადატვირთავს.

300-მეტრიანი მცურავი ტერმინალის რეგაზიფიკაციის სიმძლავრე წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრია. როგორც მედია წერს, რუსეთიდან იმპორტის მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ნაწილობრივ დეკემბრისთვის უჩვეულო თბილი პერიოდიდან გამომდინარე, გერმანიის გაზის მარაგმა 90 პროცენტს გადააჭარბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S