Accentnews.ge
შსს–მ ახალგორიდან სამკურნალოდ გადმოყვანის დროს ბავშვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

შსს–მ ახალგორიდან სამკურნალოდ გადმოყვანის დროს ბავშვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

03/01/2023 14:33:51 კონფლიქტები, სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგორიდან სამკურნალოდ გადმოყვანის დროს წლინახევრის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.

ამ მუხლით სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ცხედარს ექსპერტიზა გორში დღეს დილით ჩაუტარდა. "რადიო თავისუფლებას" ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა, რომ ექსპერტიზის შემდეგ ბავშვი 3 იანვრის დილას ახალგორში გადაასვენეს.

როგორც ახალგორელმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა "ეხო კავკაზას" განუცხადა, ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და სამედიცინო დახმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაეწია, პარალელურად მიმდინარეობდა მზადება მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის გაწევის მიზნით თბილისში გადმოყვანაზე.

მეარაყიშვილის თქმით, პირობით საზღვარზე გადასვლის ნებართვის მიღება გაჭიანურდა. საბოლოოდ კი მშობლებმა მოზარდი მოსაბრუნის გამშვები პუნქტის გავლით გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ბავშვი თბილისში ჩამოყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების 2020 წლის მონაცემებით, ახალგორში ჯანდაცვის სერვისზე ხელმიუწვდომლობის გამო მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 16 ადამიანი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S