ბრიტანული დაზვერვა - ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უახლოეს კვირებში ბახმუტთან ახლოს მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწევს
03/01/2023 09:06:00 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უახლოეს კვირებში ბახმუტთან ახლოს მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწევს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში რუსმა სამხედროებმა და „ვაგნერის“ მარიონეტულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის გარშემო ქვეითთა თავდასხმების სიხშირე გაზარდეს, თუმცა ამ ოპერაციებიდან ბევრს სუსტი მხარდაჭერა ჰქონდა.
„ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინამ აღნიშნული სექტორის დასაცავად მნიშვნელოვანი გაძლიერება განახორციელა და რუსეთის თავდასხმების სიხშირე შემცირდა დეკემბრის შუა რიცხვების პიკთან შედარებით. ორივე მხარემ დიდი მსხვერპლი განიცადა. რუსეთის შეტევითი ოპერაციები ტერიტორიაზე ახლა სავარაუდოდ, მხოლოდ ოცეულის ან ქვედანაყოფის განყოფილების დონეზე მიმდინარეობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უახლოეს კვირებში ბახმუტთან ახლოს მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწევს“, - აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.


