Accentnews.ge
ზალუჟნი – გავათავისუფლეთ 2022 წლის 24 თებერვლიდან ოკუპირებული ტერიტორიების 40% და 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიების 28%

ზალუჟნი – გავათავისუფლეთ 2022 წლის 24 თებერვლიდან ოკუპირებული ტერიტორიების 40% და 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიების 28%

03/01/2023 08:14:00 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ​აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა გასული წლის განმავლობაში გაათავისუფლეს იმ ტერიტორიების 40%, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლიდან მოახდინა.

ამასთან, მისი თქმით, 2022 წელს გაათავისუფლეს იმ ტერიტორიების 28%, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლიდან იყო ოკუპირებული.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამინდელი ფრონტის ხაზი 1500 კმ-ია.

გარდა ამისა, მან ისაუბრა უკრაინელი სამხედროების წვრთნებზე და პარტნიორებს გაეწული სამხედრო დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა:

"გასულ წელს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო წვრთნა ევროპის 17 ქვეყნის ტერიტორიაზე გაიარეს. საერთაშორისო პარტნიორების წყალობით შესაძლებელი გახდა 20 000-ზე მეტი ჯარისკაცის მომზადება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S