უკრაინის გენშტაბი – ჩულანოვკასთან რუსებზე იერიში მივიტანეთ, დაიღუპა და დაიჭრა 500-მდე ოკუპანტი
03/01/2023 07:17:08 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის სოფელ ჩულანოვკასთან ოკუპანტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც რუსების დანაკარგი 500-მდე დაღუპულ და დაჭრილ მებრძოლს შეადგენს.
გენშტაბის ინფორმაციით, აღნიშნული იერიში 31 დეკემბერს განხორციელდა.
მისი ცნობით, რომ შეტევის დროს დაზიანდა და განადგურდა ოკუპანტების სამხედრო ტექნიკაც.
ცნობისათვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა მანამე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი წლის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკში 400 მობილიზებული რუსი სამხედრო გაანადგურეს.


