Accentnews.ge
ISW - რუსული სარდლობა ცდილობს, დონეცკში მობილიზებულების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელებს დააკისროს

ISW - რუსული სარდლობა ცდილობს, დონეცკში მობილიზებულების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელებს დააკისროს

03/01/2023 06:16:20 მსოფლიო

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინელი სამხედროების დამანგრეველი დარტყმის გამო რუსეთში მწვავედ აკრიტიკებენ სამხედრო ხელმძღვანელობას, ამიტომ რუსული სარდლობა ცდილობს, დონეცკში მობილიზებულების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელებს დააკისროს.

ახალი წლის ღამით უკრაინელმა სამხედროებმა HIMARS–ით ზუსტი იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ მაკეევკაში მდებარე რუსულ ბაზაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო დარტყმა 2 იანვარს დაადასტურა და განაცხადა, რომ დაიღუპა 63 სამხედრო მოსამსახურე. უკრაინის გენერალური შტაბის წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია რუსეთის მიერ მობილიზებული 400-მდე პირი.

კრემლის მიერ კონტროლირებული მედია დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ მაკეევკაში მყოფი რუსი სამხედროები აქტიურად იყენებდნენ მობილურ ტელეფონებს, რის გამოც მოწინააღმდეგემ მათი ადგილსამყოფელი იოლად დაადგინა. ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვიტალი კისილიოვმა დაადასტურა, რომ სამხედრო სარდლობა მოითხოვს კრემლის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად დანიშნული დენის პუშილინის გადადგომას.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ კავშირის მქონე რუსი ბლოგერების განცხადებებზეც, რომ მობილური ტელეფონების გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები ტყუილია და რუსეთის სამხედრო სარდლობამ უკრაინულ ძალებს ამოცანა გაუადვილა იმით, რომ ასობით სამხედროს თავი მოუყარა ერთ კონკრეტულ ადგილზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S