Accentnews.ge
რუსულმა ძალებმა დონეცკის და სუმის ოლქებზე იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა დონეცკის და სუმის ოლქებზე იერიში მიიტანეს

03/01/2023 06:11:50 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა წუხელ იერიში მიიტანეს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქებზე, დრუჟკოვკასა და კრამატორსკზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, დრუჟკოვკაში დაიჭრა 2 ადამიანი.

მისი ცნობით, სარაკეტო შეტევა იყო ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელ იაკოვლევკაზეც.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ დრუჟკოვკაში ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმა ყინულის სპორტულ მოედანზე განხორციელდა.

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე შეტევის შედეგად მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

წუხელ სარაკეტო და საარტილერიო შეტევა იყო სუმის ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და სკოლის შენობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S