მედია – უკრაინელებმა ოკუპირებულ სვატოვოში რუსების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს
03/01/2023 06:09:26 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ქალაქ სვატოვოში რუსული ძალების კუთვნილი საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, -იუწყება უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით.
მისი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის ორი კვირის განმავლობაში აფიქსირებდნენ, თუ როგორ შეჰქონდათ ოკუპანტებს საბრძოლო მასალა „ურალის“ მარკის ავტომობილებით საწყობში და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელეს დარტყმა.
ცნობისათვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა მანამე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი წლის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკში 400 მობილიზებული რუსი სამხედრო გაანადგურეს.


