Accentnews.ge
უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება

უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება

03/01/2023 06:05:28 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი კიევში 3 თებერვალს გაიმართება.

აღნიშნული სამიტის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

ზელენსკი და ფონ დერ ლაიენი სამიტის მოსამზადებლად მუშაობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

სამიტზე განიხილება რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S