Accentnews.ge
თურქეთი ისევ ულტიმატუმს აყენებს

თურქეთი ისევ ულტიმატუმს აყენებს

28/10/2019 15:41:52 სხვა, მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთ-სირიის საზღვარი ყველა ქურთ მებრძოლს არ დაუტოვებია და თუ ქურთი მებრძოლების სამხედრო შენაერთები არ დატოვებენ 30 კილომეტრიან ზონას, მაშინ მათ გასვლას თურქეთის არმია აიძულებს.

ჩავუშოღლუს თქმით, ხვალ თურქეთში რუსი სამხედროების დელეგაცია ჩავა და თურქ კოლეგებთან ერთად სასაზღვრო ზონაში პატრულირების საკითხებს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს, სოჭში გამართული მოლაპარაკებების შედეგად თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ქურთი მებრძოლების უკან დახევის შემდეგ, სირიისა და თურქეთის საზღვარზე, 10 კილომეტრიან ზონაში, რუსი და თურქი სამხედროები ერთობლივად დაიწყებენ პატრულირებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S