Accentnews.ge
ზელენსკი: "რუსეთი ირანული "დრონებით" ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს"

ზელენსკი: "რუსეთი ირანული "დრონებით" ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს"

03/01/2023 06:01:08 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ირანული "დრონების" გამოყენებით უკრაინაზე ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს.

მისი თქმით, 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინელებმა უკვე 80-ზე მეტი ირანული "დრონი" ჩამოაგდეს.

“წლის დასაწყისიდან მხოლოდ ორი დღე გავიდა და უკრაინის თავზე ჩამოგდებული ირანული "დრონების" რაოდენობა უკვე 80-ზე მეტია. ეს რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს უახლოეს მომავალში. გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი Shahed-ებით ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ფსონს უკრიანელი ხალხის, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორის ამოწურვაზე დებს, თუმცა უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ ტერორისტებმა ამ მიზანს ვერ მიაღწიონ.

“რუსეთი ფსონს, შესაძლოა, ამოწურვაზე დებს, ჩვენი ხალხის, საჰაერო თავდაცვის, ენერგეტიკის სექტორის ამოწურვაზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ - და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის - რომ ტერორისტების ამ მიზანმა ისეთივე მარცხი განიცადოს, როგორც ყველა სხვამ”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S