უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, ევროპაში გაზის ფასი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
02/01/2023 18:15:07 მსოფლიო
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, ევროპაში გაზის ფასი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა, – იუწყება BBC.
თბილმა ზამთარმა ხელი შეუწყო სათადარიგო გაზზე ეკონომიას.
ევროპის ქვეყნებმა შეავსეს მარაგები და მოსახლეობას მოუწოდებდნენ, დაეზოგათ ენერგია ზამთრისთვის.
ექსპერტების გაფრთხილებით, აცივებას შეიძლება, კვლავ მოჰყვეს აირის გაძვირება.


