Accentnews.ge
ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვოლოდიმირ ზელენსკის: "ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს გმირულ ბრძოლას"

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვოლოდიმირ ზელენსკის: "ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს გმირულ ბრძოლას"

02/01/2023 15:20:18 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უკრაინის მიმართ სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, პირობა დადო, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას გააგრძელებს.

"ევროკავშირი თქვენს გვერდით იქნება მანამ, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას - ბრძოლას თავისუფლებისთვის და ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მალე დაიწყებს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შეთანხმებული პაკეტიდან თანხების გადარიცხვას ყოველთვიური ტრანშების სახით.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინას ეწვევა.

„მოუთმენლად ველი კვლავ თქვენთან შეხვედრას უკრაინაში უახლოეს მომავალში“, - განუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S