Accentnews.ge
ედინბურგში მდებარე სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონე იანვარში მსურველებს პიცას უფასოდ სთავაზობს

ედინბურგში მდებარე სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონე იანვარში მსურველებს პიცას უფასოდ სთავაზობს

02/01/2023 12:47:29 მსოფლიო

ედინბურგში, მორნინგსაიდში სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონე მთელი იანვარის განმავლობაში ხალხს პიცას უფასოდ სთავაზობს, – იუწყება BBC.

„ძალიან მომწონს ჩემი წამოწყება, რადგან ეს ყველასთვის გამარჯვებაა, როგორც კლიენტისთვის, ისე მომმარაგებლისთვისა და ჩემი გუნდის წევრებისთვის, რადგან მათ მეტი სამუშაო საათი გამოსდით. გამუდმებით მესმის, როგორ აისახება გაძვირებული ცხოვრება ხალხზე, ამიტომ ვიფიქრე, რომ ჩემი ღუმელები ისედაც მთელი დღე მუშაობს და მათ შეუძლიათ მეტი დატვირთვით იმუშაონ, თუ ეს ხალხს დაეხმარება",– ამბობს 55 წლის მარკ ვილკინსონი.

მისი თქმით, ეს წამოწყება დაახლოებით 12 000 ფუნტი სტერლინგი დაჯდება.

ვილკინსონი, რომელმაც ბიზნესი „ლოქდაუნის“ დროს, 2020 წლის მარტში წამოიწყო, ამბობს, რომ მის ობიექტს 6 წუთში 18 პიცის წარმოების რესურსი აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S