Accentnews.ge
ესტონეთი უკრაინელ ლტოლვილებს ფინეთში გამგზავრებას შესთავაზებს

ესტონეთი უკრაინელ ლტოლვილებს ფინეთში გამგზავრებას შესთავაზებს

02/01/2023 12:10:42 მსოფლიო

ესტონეთში 40 ათასზე მეტი ლტოლვილია, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს გამოექცნენ. ეს თითქმის იმდენივეა, რამდენიც ფინეთში. თუმცა ფინეთს 7,5-ჯერ უფრო მეტი ტერიტორია აქვს და ოთხჯერ უფრო მეტი მოსახლეობა.

ესტონეთში ლტოლვილთა დახმარების სისტემა გადაიტვირთა, ამიტომ ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ესტონეთში ახალჩასულ უკრაინელ ლტოლვილებს შესთავაზებენ ფინეთში გამგზავრებას: ამისთვის სახელმწიფოს ხარჯზე იქნება ორგანიზებული კოორდინირებული საავტობუსო და საბორნე კავშირები.

ფინეთი მზად არის, კვირაში მიიღოს 50-100 უკრაინელი, რომლებიც ომს გამოექცნენ და ამჟამად ესტონეთში იმყოფებიან.

ამ საკითხზე ფინეთსა და ესტონეთს შორის შეთანხმება 1 იანვრიდან ამოქმედდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S