სირია ისრაელს დამასკოს აეროპორტზე იერიშში ადანაშაულებს
02/01/2023 10:45:34 მსოფლიო
სირია ისრაელს დამასკოს აეროპორტზე იერიშში ადანაშაულებს. დასავლური მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაიღუპა ორი ჯარისკაცი და ორი დაიჭრა
სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი იტყობინება, რომ ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლასა“ და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე.
სირიის მხარის ვერსიით, იერიში განხორციელდა გოლანის მაღლობების მხრიდან.
ისრაელს მომხდარდათნ დაკავშირებით ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.


