კვლევა – უკრაინელებს არ სურთ ტერიტორიების დათმობა ომის შეწყვეტის სანაცვლოდ
02/01/2023 10:43:18 მსოფლიო
უკრაინის მოქალაქეებს არ სურთ ტერიტორიების დათმობა ომის შეწყვეტის სანაცვლოდ. ასეთი შედეგი აჩვენა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ.
რესპონდენტთა 85%-ს მიაჩნია, რომ დაუშვებელია რაიმე სახის ტერიტორიული დათმობები. მხოლოდ 8% ფიქრობს, რომ მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად უკრაინას შეუძლია უარი თქვას საკუთარი ტერიტორიის ნაწილზე.
ასეთი შედეგები გამოვლინდა ყველა რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთში, რომელზეც ომი ყველაზე მეტად ახდენს გავლენას.
მსგავსი გამოკითხვები რეგულარულად ტარდება სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მაგრამ შედეგები უმნიშვნელოდ იცვლება. მაისში ტერიტორიების დათმობის წინააღმდეგი იყო გამოკითხულთა 82%, სექტემბერში - 87%.


