უკრაინა – უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 40-ზე მეტი "დრონი" ჩამოაგდეს, მათგან 20 კიევზე თავდასხმისას განადგურდა
02/01/2023 08:09:57 მსოფლიო
უკრაინელი სამხედროების ცნობით, პირველ იანვარს კიევსა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებში 44 "დრონი" ჩამოაგდეს. კიევზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულია 19 წლის ბიჭი. უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმისას ჩამოგდებულია 20 "დრონი", რომელთა უმეტესობა პირველ იანვრის ღამით გამოიყენეს რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს თქმით, პირველ იანვარს ღამით კიევის დაბომბვისას დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტებიც, რამაც ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა გამოიწვია.
"ღამით დედაქალაქის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა მოხდა" - წერს ვიტალი კლიჩკო სოციალურ ქსელში.
რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა არ შეუწყვეტია არც ახალი წლის ღამეს და არც მომდევნო დღეებში.


