Accentnews.ge
ფინეთის პრეზიდენტი: "პუტინი სტალინის შეცდომებს იმეორებს"

ფინეთის პრეზიდენტი: "პუტინი სტალინის შეცდომებს იმეორებს"

02/01/2023 07:30:00 მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტეს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სტალინის შეცდომებს იმეორებს.

ნიინისტე ამბობს, რომ ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი წელსაც გაგრძელდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ხედავს მსგავსებას უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ფინეთში ზამთრის ომს შორის. მისი თქმით, რუსეთმაც და საბჭოთა კავშირმაც შეცდომა დაუშვეს და სჯეროდათ, რომ ისინი სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინას და ფინეთს.

"ავტორიტარული ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს. თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ. ხალხი, რომელიც ერთად მოქმედებს, დიდი ძალაა", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S