Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – მტრის შეტევა მოგერიებულია 11 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის გენშტაბი – მტრის შეტევა მოგერიებულია 11 დასახლებულ პუნქტთან

02/01/2023 06:36:30 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის შეტევა 11 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.

მისი ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს სტელმახივკას, ბელოგოროვკას, როზდოლივკას, ბილოჰორივკას, სოლედარის, კრასნა ჰორას, ბახმუტის, კლიშივკას, ოზერიანივკას, ოპიტნეს და კრასნოჰორივკას დასახლებულ პუნქტებთან.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 39 ირანული "დრონი", ორი "ორლან-10"–ის ტიპის "დრონი" და ერთი X-59 ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S