თურქეთმა შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა გამოსცადა
02/01/2023 05:48:41 მსოფლიო
თურქეთმა წარმატებით დაასრულა საკუთარი შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა Siper-ის გამოცდა, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ისმაილ დემირმა განაცხადა.
მისი თქმით, სისტემამ სამიზნე 100 კილომეტრზე მეტ მანძილზე გაანადგურა.
„საახალწლო საჩუქარი თურქ ერს: თურქულმა შორ მანძილზე მოქმედმა საჰაერო თავდაცვის რაკეტამ წარმატებით გაიარა საცდელი გასროლა და მიზანს მოხვდა“, - წერს ისმაილ დემირი სოციალურ ქსელში.
თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემის ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებას 2023 წელს გეგმავს.


