Accentnews.ge
გერმანიამ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ხელმძღვანელობა გადაიბარა

გერმანიამ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ხელმძღვანელობა გადაიბარა

02/01/2023 05:32:26 მსოფლიო

გერმანიამ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების (VJTF) ხელმძღვანელობა გადაიბარა VJTF-ის ძალებში, რომელიც 11500 სამხედროს ითვლის, გერმანიის 8000 ჯარისკაცია.

ესაა ნატო–ს ყველაზე მაღალი მზადყოფნის ძალები, რომლებიც მოკლე ვადაში განლაგებისთვისაა გამიზნული. VJTF 48-72 საათში უნდა იყოს მზად ნებისმიერ ადგილზე განლაგებისთვის.

„მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთის უკანონო ომი კვლავაც უქმნის საფრთხეს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში, ეჭვს არ უნდა იწვევდეს ნატოს მტკიცე პოზიცია, დაიცვას ალიანსის ტერიტორიის ყოველი გოჯი", –განაცხადა ნატო–ს წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S