მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ებრაელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა
30/12/2022 20:09:58 მსოფლიო
მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ფინჰალს გოლდშმიდტმა ებრაელებს მოუწოდა, დატოვონ რუსეთი, ვიდრე მათ უკრაინის ომით გამოწვეული გაჭირვებისთვის „განტევების ვაცად“ აქცევდნენ.
"თუ გადავხედავთ რუსეთის ისტორიას, დაინახავთ, რომ ყოველთვის, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას საფრთხე ემუქრებოდა, მთავრობა მასების რისხვისა და უკმაყოფილების გადატანას ებრაულ საზოგადოებაზე ცდილობდა. ასე მოხდა ცარიზმის დროს და სტალინური რეჟიმის ბოლოს", - აღნიშნა გოლდშმიდტმა The Guardian-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, რუსეთში ანტისემიტიზმის ზრდაა იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უბრუნდება ახალი ტიპის საბჭოთა კავშირს, სადაც ეტაპობრივად ეშვება რკინის ფარდა.
„ამიტომ, ვფიქრობ, რომ რუსი ებრაელებისათვის საუკეთესო ვარიანტი ქვეყნიდან წასვლაა“, - განაცხადა მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა.
ფინჰალს გოლდშმიტმა რუსეთი მარტში დატოვა ზეწოლის ფონზე. ხელისუფლებამ მისგან ომის მხარდაჭერა მოითხოვა.


