Accentnews.ge
ხუთი რუსი ოფიცერი გაუჩინარდა სარდლობის ბრძანების „ნებისმიერ ფასად“ შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ – Astra

ხუთი რუსი ოფიცერი გაუჩინარდა სარდლობის ბრძანების „ნებისმიერ ფასად“ შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ – Astra

30/12/2022 19:34:16 მსოფლიო

რუსული გამოცემის Astra-ს ცნობით, ხუთი რუსი ოფიცერი უკვალოდ გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს უარი თქვეს სარდლობის ბრძანებების შესრულებაზე. ჟურნალისტების ინფორმაციით, ისინი ლუგანსკის რაიონის სოფელ ბრიანკაში სპეციალურ ცენტრში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მათთან კავშირი გაწყდა.

ოფიცრებმა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ მოხსენებები ივლისში დაწერეს. თითოეულმა მათგანმა უარი თქვა პირადი შემადგენლობის ბრძოლაში შეყვანაზე შესამჩნევად აღმატებულ მტრის ძალებთან. ერთ-ერთი დაკარგული ოფიცრის, უფროსი ლეიტენანტის რუსლან ლევანოვის დედამ Astra-ს განუცხადა, რომ მისმა შვილმა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ მას შემდეგ, რაც მიიღო ბრძანება, აეღო საბრძოლო პუნქტი "ნებისმიერ ფასად", მიუხედავად ადამიანური დანაკარგებისა.

ამის შემდეგ, დედის თქმით, ლევანოვი გაგზავნეს ბრიანკაში, სამხედრო პერსონალის საბრძოლო სტაბილურობის აღდგენის ე.წ. ცენტრში, სადაც ის მანქანის საბარგულით გადაიყვანეს. მსგავს ამბებს ჰყვებიან სხვა ოფიცრების: ალექსანდრე სვეჩიხინის, დიმიტრი შჩერბინკინის, დიმიტრი ვოლკოვის ნათესავებიც და კიდევ ერთის, რომლის გვარის ხსენებას ახლობლები არ დათანხმდნენ.

ახლობლების თქმით, ბრიანკაში მორალური ზეწოლა განხორციელდა ოფიცრებზე, რის შემდეგაც ისინი გადაიყვანეს სარდაფში. შემდეგ მათთან კონტაქტი გაწყდა.

ოფიცერთა ნათესავებმა სამხედრო პროკურატურას ზაფხულში მიმართეს, თუმცა ჯარისკაცების ადგილსამყოფელის შესახებ მკაფიო პასუხი ვერ მიიღეს. სექტემბერში ომის დღიურში მოულოდნელად გამოჩნდა ამონაწერი, სადაც ნათქვამია, რომ ხუთივე ოფიცერი 20 ივლისს დაიღუპა საარტილერიო ცეცხლის შედეგად. ოფიცრების კოლეგები აღიარებენ, რომ ისინი შეიძლება, მოეკლათ "მორალური დამუშავების" დროს და იუწყებიან ცემისა და წამების შესახებ ბრიანკას "განათლების ცენტრში".

ივლისის ბოლოს რუსულმა გამოცემამ «Верстка» გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2000-მდე რუსმა სამხედრომ თებერვლის შემდეგ ომში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ზოგიერთმა მათგანმა შეძლო თავის დაღწევა, თუმცა ზოგიერთი გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილ სპეციალურ დაწესებულებებში, სადაც მათ „საგანმანათლებლო გაკვეთილები“ უტარდებათ, რათა განაგრძონ ომში მონაწილეობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S