პუტინმა ჩინეთის ლიდერი სამხედრო თანამშრომლობაზე სამსჯელოდ რუსეთში მიიწვია
30/12/2022 14:45:19 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი პარასკევს ვიდეოხიდის საშუალებით ესაუბრა.
რგორც პუტინმა აღნიშნა, გაზაფხულზე ელოდება სი ძინ პინის ოფიციალურ ვიზიტს მოსკოვში, რათა განიხილონ ჩინეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები.
რუსეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები, რომლებმაც ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში მოაქციეს რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო და გამოთქვა ჩინეთთან კავშირების განმტკიცების სურვილი.
სი ძინ პინმა პუტინთან საუბარში არ დაადასტურა მზაობა მოსკოვში ვიზიტზე.
მანამდე Wall Street Journal წერდა, რომ სი ძინ პინმა დაავალა ჩინეთის მთავრობას, რომ დაამყაროს რუსეთთან ძლიერი ეკონომიკური კავშირები.


