Accentnews.ge
რუსი ოფიცერი, რომელიც მობილიზაციას გაექცა, რუსეთში დააბრუნეს

რუსი ოფიცერი, რომელიც მობილიზაციას გაექცა, რუსეთში დააბრუნეს

30/12/2022 12:04:20 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი მიხაილ ჟილინი, რომელიც ქვეყანაში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, სექტემბერში ყაზახეთში გადავიდა, რუსეთში დააბრუნეს, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ოჯახისა და ადვოკატებისთვის უცნობია.

„ეს არ არის ექსტრადიცია რუსეთის მოთხოვნით. კერძოდ, დეპორტაცია განხორციელდა საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევის გამო“განაცხადა დეპორტირებულის მეუღლემ, ეკატერინამ.

როგორც იუწყებიან, სექტემბერში მიხაილ ჟილინმა შეიტყო, რომ ხელმძღვანელობა აპირებს მისი მივლინებით გაგზავნას დონბასში. ამის შემდეგ მან ყაზახეთის სახელმწიფო საზღვარი საგუშაგოს გვერდის ავლით გადაკვეთა და მესაზღვრეებმა დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ჟილინმა მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, მაგრამ ნოემბრის ბოლოს მას უარი უთხრეს. 2 დეკემბერს სასამართლომ მისი რუსეთში დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის ხელისუფლებამ ის საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა დეზერტირობის მუხლით. 6 დეკემბერს ჟილინი ასტანაში დააკავეს.

ჟილინის ოჯახი დარწმუნებულია, რომ რუსეთში მას წამება ემუქრება, შემდეგ კი იძულებითი გადაყვანა უკრაინაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S