ისრაელში ორ სამხედროს წაუყენეს ბრალი
30/12/2022 11:40:34 მსოფლიო
ისრაელის პროკურატურამ ბრალი წაუყენა ორ ჯარისკაცს, რომლებმაც სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინელთა სახლში, – იტყობინება AP.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებს სერიოზულ ბრალდებას უყენებენ პალესტინელთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.
პროკურორმა ბრალი წაუყენა ჯარისკაცებს ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისთვის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ თავდასხმის, საკუთრებისთვის განზრახ ზარალის მიყენებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის გამო, – განაცხადა ისრაელის არმიამ.
სამხედროები 28 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ ისინი საპატიმროში დატოვა.


