რუსეთში თანამდებობის პირები ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნების ვალდებულებისგან გაათავისუფლეს
30/12/2022 10:10:41 მსოფლიო
რუსი ოფიციალური პირები გაათავისუფლეს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (როგორც რუსეთში უწოდებენ ომს) განმავლობაში ქონებისა და შემოსავლების დეკლარაციის გამოქვეყნების ვალდებულებისგან.
შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა „კორუფციასთან ბრძოლის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით“. დოკუმენტი ძირითადად ეხება სამხედროებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ან მუშაობენ ანექსირებულ რეგიონებში.
თუმცა, ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილეს ერთ–ერთ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაცია საჯარო აღარ იქნება.
მანამდე რუსეთის მმართველმა დაავალა დეპუტატებს, სოციალურ ქსელებში არ განათავსონ ფუფუნების ამსახველი ფოტო–ვიდეო მასალები.


