
RSF – 2003 წლის შედეგ მსოფლიოში 1700 ჟურნალისტი მოკლეს
30/12/2022 09:32:14 საზოგადოება
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) აცხადებს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავალობაში, 2003-დან დღემდე მსოფლიოში თითქმის 1700, ანუ საშუალოდ წლიურად 80 ჟურნალისტი მოკლეს.
RSF-ის ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებია ერაყი და სირია, რომლებზეც მოდის „ბოლო 20 წელიწადში მოკლული ჟურნალისტებიდან 578,“ ანუ საერთო რიცხვის მესამედი. მათ მოჰყვება მექსიკა (125 მოკლული), ფილიპინები (107), პაკისტანი (93), ავღანეთი (81) და სომალი (78).