პელეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
30/12/2022 08:50:42 მსოფლიო
საფეხბურთო ლეგენდის პელეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
პელეს 3 იანვარს დაკრძალავენ.
დაკრძალვამდე მოეწყობა მსვლელობა, რა დროსაც, ლეგენდარულ ფეხბურთელს იმ რაიონში ჩაატარებენ, სადაც მისი 100 წლის დედა ცხოვრობს.


