Accentnews.ge
პრიგოჟინი "წლის ადამიანად" დასახელდა ნომინაციაში – "ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია"

პრიგოჟინი "წლის ადამიანად" დასახელდა ნომინაციაში – "ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია"

30/12/2022 08:48:05 მსოფლიო

კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შესწავლის საერთაშორისო ცენტრმა (OCCRP) კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ (რომლის წევრებიც ეჭვმიტანილნი არიან სამხედრო დანაშაულებში) დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი "წლის ადამიანი" აღიარა ნომინაციაში "ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია".

”ამ წელს ევგენი პრიგოჟინი საკუთარ სამშობლოში ყველაზე შესამჩნევი განსახიერება გახდა ყველაფერ ბნელის. სასტიკი ძალადობის, ცინიზმისა და დაუსჯელობის კუთხით მას ცოტას თუ შეედრება“,– აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

OCCRP 2012 წლიდან ანიჭებს წლის სიმბოლურ ჯილდოს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციისთვის. 2014 წელს „გამარჯვებული“ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გახდა.

„ვაგნერი“ რუსული არაოფიციალური სამხედრო ფორმირებაა, რომელიც მონაწილეობს სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში და უკრაინის წინააღმდეგ ომში. კომპანიის მებრძოლები ეჭვმიტანილები არიან მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის, ადამიანების სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯაში უსასტიკესი მეთოდების გამოყენებით.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრიგოჟინი უარყოფდა „ვაგნერთან“ კავშირს, სასამართლოებშიც დაობდა ამის აობაზე რუსი ჟურნალისტების წინააღმდეგ, თუმცა გაზაფხულზე პირადად პრიგოჟინმა დაიწყეო რუსი პატიმრების გადაბირება და უკრაინაში „ვაგნერის“ მებრძოლების სტატუსით გაგზავნა. მსჯავრდებულები, რომლებიც თანახმა არიან, მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში, უნდა დარჩნენ ფრონტის ხაზზე ექვსი თვის განმავლობაში, მათ ეკრძალებათ უკან დახევა და დანებება სიკვდილით დასჯის საფრთხის ქვეშ. გადარჩენის შემთხვევაში მათ შეწყალებას პირდებიან.

აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში საომარ მოქმედებებში ამჟამად დაახლოებით 40 000 რუსი პატიმარი მონაწილეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S