Accentnews.ge
ზელენსკი: "მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ"

ზელენსკი: "მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ"

30/12/2022 06:17:31 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ რუსეთი საახალწლოდ სავარაუდოდ, კვლავ "ეცდება უკრაინაზე მასირებულ თავდასხმას, რათა მოქალაქეები ახალ წელს სიბნელესა და სიცივეში შეხვდნენ".

„ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა, მოსალოდნელია, რომ მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, გააკეთოს ისე, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ. შესაძლოა, ოკუპანტი მორიგ დარტყმებს ამზადებს ჩვენს ქალაქებზე, რომ გვაიძულოს, დავიტანჯოთ. მაგრამ რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენ ვიცით ერთი – ჩვენ ამას გავუძლებთ. აუცილებელად. ყველას გავაგდებთ. ეჭვგარეშეა. და ისინი დაისჯებიან ამ საშინელი ომისთვის. მაქსიმალურად დაისჯებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისვე თქმით, ფრონტის ხაზზე ვითარება ბოლო 24 საათში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ყველაზე ცხელი წერტილი ისევ ბახმუტი, სოლედარი და დონეცკის ოლქის წინა ხაზია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S