
ნიჟარაძე: "პირველი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილთან არ შეგვიშვეს"
29/12/2022 17:59:23 საზოგადოება
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილის დედა, მომღერალი სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ იგი და მისი შვილი სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.
სოფო ნიჟარაძე და ელის მარია სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დღეს იყვნენ მისულები.
„ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც არ შეგვიშვეს. ძალიან გამიკვრიდა სხვათა შორის, იმიტომ, რომ ჩვენ აქამდე გვქონდა შესაძლებლობა მასთან შესვლის და მისი მონახულების. ორი კვირის წინანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ჩვენ ბოლოს ვიყავით, ის უკვე ძალიან მძიმედ იყო. ძალიან მძიმე იყო მისი ნახვა ჩვენთვის და მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, კლინიკაც ყველაფერს ცდილობს, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ არ მიდის“,- განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.