Accentnews.ge
უზბეკეთი – ინდოეთიდან შემოტანილი წამლის მიღების შედეგად ქვეყანაში 18 ბავშვი დაიღუპა

უზბეკეთი – ინდოეთიდან შემოტანილი წამლის მიღების შედეგად ქვეყანაში 18 ბავშვი დაიღუპა

29/12/2022 17:00:55 მსოფლიო

უზბეკეთის ხელისუფლების განცხადებით,18 ბავშვი გარდაიცვალა ინდური ფარმაცევტული კომპანიის "Marion Biotech Pvt Ltd" მიერ გაციებისა და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად წარმოებული სამკურნალო სიროფის მიღების შედეგად, – იუწყება Reuters.

სიროფის იმპორტირება უზბეკეთში კომპანია Quramax Medical LLC-მა განახორციელა.

უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, "სიროფის ეს პარტია შეიცავდა ეთილენგლიკოლს, რომელიც მომწამვლელი ნივთიერებაა".

ქვეყანაში აღნუსხულია სულ Doc-1 Max-ის მიღების 21 შემთხვევა. გამოჯანმრთელებული სამი ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს.

"Marion Biotech"–მა, "Quramax Medical"–მა და ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ Reuters-ს კომენტარზე უარი განუცხადეს. თუმცა გამოცემა ინდოეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს იკვლევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S