Accentnews.ge
ერმაკი: "დღეს ამერიკას ჩვენი გამარჯვების ასპროცენტიანი რწმენა აქვს"

ერმაკი: "დღეს ამერიკას ჩვენი გამარჯვების ასპროცენტიანი რწმენა აქვს"

29/12/2022 16:08:47 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ერმაკის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინას ერთნაირად ესმით როგორ უნდა დასრულდეს ომი.

"ამერიკელებთან 100-პროცენტიანი გაგება გვაქვს იმისა, რა არის მშვიდობა, რა მიზნები გვაქვს, რა კომპრომისები არ შეიძლება იყოს. არანაირი კომპრომისები იმ პრეზიდენტთან [პუტინთან], იმ ხელისუფლებასთან, დამოუკიდებლობის, ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით არ იქნება", – განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტისას ეს თემა განიხილეს და როგორც დემოკრატებისთვის, ასევე რესპუბლიკელებისთვის, ომის დასრულების ასეთი ხედვა "პრინციპული საკითხია".

"ისინი დღეს აშკარად ჩვენთან არიან და დღეს აშკარად სჯერათ, რომ ჩვენი გამარჯვებაც მათი გამარჯვება იქნება", - აცხადებს ერმაკი.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მომავალში მიიღებს "ყველაფერს, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S