ხარკოვში რუსულ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
29/12/2022 15:27:03 მსოფლიო
ხარკოვში რუსულ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინიეჰუბოვი აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 2 კაცი ემახვერპლა.
ცნობისთვის: რუსეთმა ხარკოვზე იერიში დღის განმავლობაში ორჯერ მიიტანა.
დღეს დილიდან რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში განაახლა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის ხარკოვზე. შეტევა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის თავზე გაანადგურეს 16 რაკეტა. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ოლქის ტერიტორიაზე მოიგერია 21 რაკეტა. კიევის დარნიცკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა ორ კერძო საცხოვრებელ სახლს. დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის გოგო.
რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებულია ენერგოობიექტები. ლვოვის მერ ანდრი სადოვის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის 90%-ს. ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა ქალაქ ოდესაში და ოდესის ოლქშიც.
ხარკოვში მუშაობა შეაჩერა მეტრომ. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქს ოთხი რაკეტა ესროლეს.
„სამიზნე არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა“,–განაცხადა მან.


