Accentnews.ge
რუსეთი  ხარკოვს დღეს უკვე მეორედ უტევს

რუსეთი ხარკოვს დღეს უკვე მეორედ უტევს

29/12/2022 13:59:31 მსოფლიო

ხარკოვში კვლავ საჰაერო განგაშია გამოცხადებული. რუსეთმა ერთ დღეში უკვე მეორედ შეუტია ქალაქს.

ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი აცხადებს, რომ ისმის აფეთქებების ხმა.

"ხარკოვს ისევ ურტყამენ. ახლა ინდუსტრიულ ოლქში ინფრასტრუქტურა დარტყმის ქვეშაა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - აცხადებს ტერეხოვი.

მან მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის: დღეს დილიდან რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში განაახლა უკრაინის ქალაებზე, მათ შორის ხარკოვზე. შეტევა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის თავზე გაანადგურეს 16 რაკეტა. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ოლქის ტერიტორიაზე მოიგერია 21 რაკეტა. კიევის დარნიცკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა ორ კერძო საცხოვრებელ სახლს. დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის გოგო.

რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებულია ენერგოობიექტები. ლვოვის მერ ანდრი სადოვის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის 90%-ს. ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა ქალაქ ოდესაში და ოდესის ოლქშიც.

ხარკოვში მუშაობა შეაჩერა მეტრომ. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქს ოთხი რაკეტა ესროლეს.

„სამიზნე არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა“,–განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S