Accentnews.ge
კლინიკა "ვივამედში" კარანტინი გამოცხადდა

კლინიკა "ვივამედში" კარანტინი გამოცხადდა

29/12/2022 13:10:55 საზოგადოება

კლინიკა „ვივამედში“, სადაც ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაცია მედიას საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიაწოდა. მან კარანტინის გამოცხადების საჭიროება ქვეყანაში გამწვავებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით და ვირუსული ინფექციების გაზრდილი რაოდენობით ახსნა.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში ვირუსული ინფექციების რაოდენობამ იმატა და შესაბამისად, კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. ეს გაკეთდა ვირუსული ინფექციების რაოდენობის მატებიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ პაციენტების უსაფრთხოების მიზნით,“ - უთხრა დღეს მედიას ზურაბ ჩხაიძემ.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებთან მნახველები სპეციალური ეკიპირებით, ვირუსზე ტესტირების საფუძველზე დაიშვებიან, კლინიკის ფოიეში კი შეიზღუდება ჟურნალისტების დაშვება.

27 დეკემბერს სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტის მონახულების საშუალება არ მიეცა მის შვილს ედუარდ სააკაშვილს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S