
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სმარტფონის ან ნოუთბუქის შეძენისას?
29/12/2022 11:55:46 საზოგადოება, რეკლამა
21-ე საუკუნეს ისე მოიხსენებენ, როგორც ტექნოლოგიების ეპოქას და აღნიშნული სულაც არ წარმოადგენს შემთხვევითობას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის გაჯეტები თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუ ადრე სმარტ მოწყობილობების ქონა ფუფუნებად ითვლებოდა, დღეს მათ გარეშე გადარჩენაც კი გაგვიჭირდებოდა. წარმოიდგინეთ, რას იზამდით გამათბობლის გარეშე ზამთარში, ან სარეცხის მანქანისა და მაცივრის გარეშე, როგორ შეძლებდით კავშირს საყვარელ ადამიანებთან, თუ არ გექნებოდათ სმარტფონი ან ნოუთბუქი.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე საინტერესო რჩევას. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, შეიძინოთ სმარტფონი და ნოუთბუქი, ეს ინფორმაცია თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება. უფრო კონკრეტულად კი, გეტყვით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მსგავსი ტიპის გაჯეტების ყიდვისას.
5 მახასიათებელი, რომელიც სმარტფონის არჩევას გაგვიმარტივებს:
- კორპუსი
- კამერა
- ბატარეა
- ეკრანის ზომა და გარჩევადობა
- დაცვის სისტემა
კორპუსი
კორპუსი სმარტფონის მძლავრი საფარია. ის მოწყობილობას იცავს გარეგანი ზემოქმედებისგან, ეს შეიძლება იყოს, დარტყმა, ვარდნა და სხვა. შეარჩიეთ სმარტფონი, რომელსაც აქვს მეტალის კორპუსი.
ეკრანის ზომა და გარჩევადობა
თუ იყიდი სმარტფონს დიდი ეკრანით, მისი გამოყენება შენთვის მეტად კომფორტული იქნება, ხოლო კარგი გარჩევადობა დაიცავს თვალებს გამოსხივების უარყოფითი ზეგავლენისგან.
კამერა
კამერა სმარტფონის ის ნაწილია, რომლის ხარისხსაც ადამიანები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. თუ ფოტოების გადაღება თქვენი ჰობია ან სამსახურეობრივი საქმიანობის პროცესში გჭირდებათ კარგი ფოტოების გადაღება, აუცილებლად დააკვირდით მოწყობილობის კამერაზე მეგაპიქსელების რაოდენობას.
ბატარეა
ძლიერი ბატარეა სმარტფონთან ურთიერთობას და მის გამოყენებას გაცილებით მოსახერხებელს გახდის.
დაცვის სისტემა
და ბოლოს, თუ არ გსურთ თქვენი სმარტფონი რამდენიმე თვეში გამოუსადეგარი გახდეს, აუცილებლად დაიცავით ის ვირუსების შეღწევისგან, მძლავრი დაცვის სისტემით.
როგორ შევარჩიოთ ნოუთბუქი?
ნოუთბუქის არჩევისას, გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ მახასიათებლებზე:
- ოპერაციული მეხსიერება
- მოწყობილობის ზომა
- ბატარეის გამძლეობა
- ეკრანის ხარისხი
- მეხსიერების მოცულობა
ზომა
თუ თქვენთვის პორტატული გაჯეტის ქონაა პრიორიტეტული, აუცილებლად შეარჩიეთ მცირე ზომის, მსუბუქი ნოუთბუქი.
ეკრანის ხარისხი
ეკრანის ხარისხი ის მახასიათებელია, რომელიც კომფორტთან ერთად მიმართულია ჩვენი თვალების დაცვისკენ. თუ კომპიუტერთან რამდენიმე საათის გატარება გიწევთ ყოველდღიურად, დარწმუნდით, რომ მისი ეკრანი არ დააზიანებს თქვენს თვალებს.
ოპერაციული მეხსიერება
გაჯეტის მაღალი წარმადობით ფუნქციონირებისთვის კარგი ოპერაციული მეხსიერება მთავარი წინაპირობაა. ეს უკანასკნელი განაპირობებს, ნოუთბუქის მუშაობის პროცესი იყოს სწრაფი და კომფორტული.
ბატარეის გამძლეობა
და კვლავ, თუ უპირატესობას კომფორტულ და კომპაქტურ მოწყობილობებს ანიჭებთ, რათა მოგზაურობაში ატაროთ, დაგჭირდებათ მძლავრი ბატარეა. სხვაგვარად დენის წყაროსგან შორს ყოფნა ნამდვილად გაგიჭირდებოდათ.
მეხსიერების მოცულობა
კარგი მეხსიერება ნოუთბუქისთვისაც ისევე სასარგებლოა, როგორც ჩვენთვის – ადამიანებისთვის. დიდი მოცულობის მეხსიერება ფაილებისა და მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაში დაგეხმარებათ.
აქვე გეტყვით, რომ თუ გადაწყვეტილი გაქვთ სმარტფონების, ნოუთბუქების ან სხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა, შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ-გვერდს – www.elk.ge და იყიდოთ ისინი ონლაინ.
elk.ge ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა და ყიდის მსოფლიოს ტოპ ბრენდების პროდუქტებს შემდეგი კატეგორიებიდან:
- ციფრული ტექნიკასა და აქსესუარებს
- მაცივრებს
- მობილურ ტელეფონებსა და გაჯეტებს
- სარეცხის მანქანებს
- თავის მოვლის პროდუქტებს
- კლიმატური ტექნიკას და სხვ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 0322 518 815