Accentnews.ge
კულება - რუსეთის სარაკეტო იერიშის შესახებ: "უაზრო ბარბაროსობა"

კულება - რუსეთის სარაკეტო იერიშის შესახებ: "უაზრო ბარბაროსობა"

29/12/2022 11:46:06 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის მორიგ სარაკეტო იერიშს უკრაინის ქალაქებზე "უაზრო ბარბაროსობას" უწოდებს.

"უაზრო ბარბაროსობა. ეს ერთადერთი სიტყვებია, რაც მახსენდება, როცა რუსეთი ახალ წელს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებში მორიგ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებს. არ შეიძლება, იყოს „ნეიტრალიტეტი“ ასეთი მასობრივი ომის დანაშაულების წინაშე. პრეტენზია "ნეიტრალურობაზე" უდრის რუსეთის მხარდაჭერას", - წერს კულება სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: დღეს დილიდან რუსეთმა სარაკეტო იერიში განაახლა უკრაინის არაერთ ქალაქზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზეც. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაითიშა ელექტროენერგია, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S