
ბათუმში 35 წლამდე ქალი მე-14 სართულიდან გადმოვარდა
29/12/2022 10:38:11 საზოგადოება
ბათუმში 35 წლამდე ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მე-14 სართულიდან ფანჯრის წმენდის დროს გადმოვარდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.