როსტოვის რეგიონში ხანძარი გაჩნდა სამხედრო ნაწილში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობს
29/12/2022 09:38:56 მსოფლიო
როსტოვის ოლქში ცეცხლი გაჩნდა ნოვოჩერკასკის მახლობლად დისლოცირებული რუსეთის არმის 150-ე დივიზიის ტერიტორიაზე. ამ დივიზიის შემადგენლობაშია 102-ე მოტომსროლელი პოლკი, რომლის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში იღებდა მონაწილეობას, ხოლო საიტ „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, უკრაინაში დაიღუპა ამ ქვედანაყოფის არაერთი მებრძოლი.
ხანძრის ამსახველი ვიდეო თავდაპირველად საინტერნეტო გამოცემა "როსტოვ.რუ"-მ გამოაქვეყნა. მისი ცნობით, ხანძარი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 27 დეკემბრის დილით გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს რეგიონულ სამმართველოს კომენტარი არ გაუკეთებია და არც ხანძრის შედეგების შესახებ გაუვრცელებია ინფორმაცია. როგორც ტელეგრამის ახრი "161.რუ" წერს, ხანძარი ერთ-ერთი პოლკის სარდლობის შტაბის შენობას გაუჩნდა.
როსტოვში განლაგებული 150-ე დივიზიის ჯარისკაცების უკრაინაში დაღუპვის შესახებ პირველი ცნობა მარტის თვეში გაჩნდა.


