Accentnews.ge
რუსული მასირებული სარაკეტო იერიშის პირველადი შედეგები კიევში, ლვოვში, ხარკოვსა და ოდესაში ცნობილია

რუსული მასირებული სარაკეტო იერიშის პირველადი შედეგები კიევში, ლვოვში, ხარკოვსა და ოდესაში ცნობილია

29/12/2022 09:12:02 მსოფლიო

რუსული მასირებული სარაკეტო იერიშის პირველადი შედეგები კიევში, ლვოვში, ხარკოვსა და ოდესაში ცნობილია. ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩინილი უკრაინის არაერთი ქალაქი. მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპოტმა.

კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი დაშავდა.

"მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს დაზიანებული სახლის ნანგრევებიდან", – წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ლვოვის მერ ანდრი სადოვის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის 90%-ს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს დიზელის გენერატორებით ამუშავებენ.

ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა ქალაქ ოდესაშიც.

ხარკოვში მუშაობა შეაჩერა მეტრომ. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქს ოთხი რაკეტა ესროლეს.

„სამიზნე არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა“,–განაცხადა მან.

ოდესის ოლქში რუსული რაკეტების ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდენ.

ცნობისთვის: რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ მასირებული სარაკეტო იერიში დღეს დილით განაახლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S