Accentnews.ge
აშშ–მა დაამტკიცა ტაივანისთვის $180 მილიონის იარაღის მიყიდვა

აშშ–მა დაამტკიცა ტაივანისთვის $180 მილიონის იარაღის მიყიდვა

29/12/2022 08:56:31 მსოფლიო

აშშ-ის ადმინისტრაციამ დაამტკიცა ტაივანისთვის 180 მილიონი დოლარის იარაღის პოტენციური მიყიდვა,– ამის შესახებ CNN-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.

ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ თანხმდება ტაივანში სხვადასხვა იარაღის შემდგომ გაყიდვაზე ტაივანის ეკონომიკური და კულტურული წარმომადგენლობის მეშვეობით, რომელიც მოქმედებს როგორც დე ფაქტო საელჩო.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ტაივანის არმიის მოდერნიზაციისა და თავდაცვის გაძლიერების მხარდაჭერა ემსახურება შეერთებული შტატების ეროვნულ ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს.

შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის მოამზადა ტაივანის სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამა, რათა დაეხმაროს ჩინეთის შეკავებაში.

სექტემბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ დაამტკიცა 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა ტაივანისთვის, რაც ყველაზე მსხვილი პაკეტი იყო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში. პაკეტი მოიცავდა მათ შორის, დაახლოებით „ჰაერი–კაერი“ რაკეტას და 60-მდე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S